Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს ლიბიის ოლიმპიური კომიტეტის მოტაცებული პრეზიდენტი


ლიბიაში გაათავისუფლეს ერთი კვირის წინ შეიარაღებული პირების მიერ მოტაცებული, ამ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, აჰმედ ნაბილ ალ-ალამი. მაღალი რანგის მოხელის ძმის თანახმად, ის დღეს დილით უვნებელი დაბრუნდა შინ. მისივე თქმით, ალ-ალამი გამტაცებლებმა გადასცეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს. რა პირობით გამოუშვეს ის, ან რატომ გაიტაცეს, უცნობია. ალ-ალამი ამ თანამდებობაზე დაინიშნა ლიბიის დამხობილი მმართველის, კადაფის ვაჟის, მოჰამედის ნაცვლად. ალ-ალამი ხელისუფლების დამხობამდე ფეხბურთის ფედერაციას განაგებდა და მოამარ კადაფისთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
XS
SM
MD
LG