Accessibility links

სირიაში გრძელდება სამხედრო დაპირისპირება


დღეს სირიის სამთავრობო ჯარმა მძიმე შეიარაღებისა და შვეულმფრენების გამოყენებით, შეუტია დამასკის რაიონ ბარზეჰს, ასევე მიმდებარე ორ უბანს. როგორც სამთავრობო ჯარის წინააღმდეგ მებრძოლებმა გამოაცხადეს, არმიამ მოახერხა ასევე მოწინააღმდეგის განდევნა დამასკის სხვა რაიონ მეზეჰიდან. ცხარე ბრძოლების შესახებ იუწყებიან ალეპოდანაც, სირიის სიდიდით მეორე ქალაქიდან. მის აღებას მეამბოხეები ცდილობენ. ქალაქში ბრძოლა იყო დაზვერვის მთავარი შენობის არეალში. კვირა ღამით, მეამბოხეებმა დაანგრიეს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მამის, ჰაფეზ ასადის ქანდაკება. ლონდონში დაფუძნებული სირიელი უფლებადამცავები იტყრობინებიან, რომ შარშან მარტის შემდეგ, რაც ამბოხება დაიწყო, ორივე მხარეს დახოცილთა რიცხვი, 19 ათასს აღწევს.
XS
SM
MD
LG