Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში აღნიშნავენ შარშანდელი ხოცვა-ჟლეტის წლისთავს


ნორვეგიაში დღეს აღნიშნავენ შარშან,მემარჯენე ექსტრემისტის, ბრეივიკის მიერ ამ ქვეყანაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის წლისთავს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იენს სტოლტენბერგმა ყვავილები მიიტანა ტერაქტის ადგილზე. ოსლოში სამგლოვიარო ცერემონიაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა: „დღეები და საათები გავიდა შარშან 22 ივლისს შემდეგ და ჩვენ ვრჩებით ერთიან ერად, რომელიც თავიდან შოკმა და სასოწარკვეთამ შეგვადუღაბა, შემდეგ კი სწრაფვამ, დაგვეცვა ადამიანური ფასეულობები და მულტიკულტურალიზმი ჩვენს ღია და სრული ურთიერთნდობის საზოგადოებაში“. დღეს ნორვეგიაში არაერთი კონცერტი და შეხვედრა იმართება ამ მოვლენის გამო. ოსლოში კონცერტზე ასი ათას ადამიანს მოელიან. შარშან ოსლოში მოწყობილ აფეთქებას და კუნძულ უტოიაზე, მმართველი, მუშათა პარტიის ბანაკში სროლას 77 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 240 პირი. სასამართლოზე ბრეივიკმა, რომელიც მარტო მოქმედებდა, განაცხადა, რომ თავს არ გრძნობს დამნაშავედ, რადგან თავისი ქმედებით ცდილობს დაიცვას ევროპა და ნორვეგია ისლამიზაციისა და მულტიკურტურალიზმისგან. ბრეივიკს განაჩენს აგვისტოს ბოლოს გამოტანენ. კუნძულ უტოიაზე სროლის დროს დაიღუპა საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი. დღეს ქუთაისში გაიხსნა მისი მემორიალი. მემორიალი გახსნეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ნორვეგიის ელჩმა, ერლინ სკონსბერგმა.
XS
SM
MD
LG