Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იეჰუდ ბარაკი: ბულგარეთის ტერაქტის შემდეგ ცვლილებები არ არის


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იეჰუდ ბარაკმა, უარყო ბრიტანეთის გაზეთ „სანდეი ტამსის“ მიერ გავრცელებული ცნობა, რომ ისრაელმა უშიშროების დამატებითი აგენტები მიავლინა ლონდონში, თითქოს იმ გაძლიერებული შიშის გამო, რომელიც უკავშირდება ოლიმპიური თამაშების დროს ისრაელის ობიექტებზე შესაძლებელ თავდასხმებს. ბრიტანეთის გაზეთის თანახმად, ისრაელი თვლის, რომ ბულგარეთში ისრაელის ტურისტებზე თავდასხმა შეიძლება შესავალი იყოს ლონდონში უფრო ფართო თავდასხმისა და ამიტომ მიავლინა დამატებითი აგენტები ევროპის ქვეყნებში. ბარაკის თქმით, ისრაელი იმყოფება სადაზვერვო და ოპერატიული თვალსაზრისით სრული სიფხიზლის მდომარეობაში ოლიმპიადის წინ, მაგრამ ბულგარეთის ინციდენტს, რომლის დროსაც ექვსი პირი დაიხოცა, არაფერი შეუცვლია. წელს სრულდება 40 წელიწადი ტერაქტიდან, რომელიც მიუნხენის ოლიმპიადისას ისრაელ სპორტსმენებზე მოაწყვეს პალესტინელმა ტერორისტებმა. ამ აქტს 11 ისრაელელი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG