Accessibility links

logo-print

ინდოეთში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს


ინდოეთში აირჩიეს ახალი პრეზიდენტი. ის გახდა ყოფილი ფინანსთა მინისტრი, 76 წლის, პრანაბ მუჰერჯი. მისი გამარჯვება ოფიციალურად გამოცხადდება ბიულეტენების სრული დათვლის შემდეგ. მუჰერჯი შეცვლის პირველ ქალ პრეზიდენტს ინდოეთში, პრატიბჰა პატილს. მისი მთავარი კონკურენტი იყო პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ოპოზიციის წარმომადგენელი. ინდოეთში პრეზიდენტს ცერემონიული ფუნქცია აქვს, მაგრამ კრიზისის პირობებში კონსტიტუციის გარანტია.
XS
SM
MD
LG