Accessibility links

ავღანეთმა პაკისტანი გაფრთხილა


ავღანეთმა გააფრთხილა პაკისტანი, რომ ყოველი მომავალი სამხედრო მოქმედება, საჰაერო თავდასხმა მის ტერიტორიაზე პაკისტანის მხრიდან, დიდ ზიანს მიაყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრის მოადგილემ, ჯავედ ლუდინმა ქაბულში პაკისტანის ელჩი გამოიძახა ბოლო ინციდენტის გარშემო სასაუბროდ. პრეზიდენტ კარზაის ოფისის თანახმად, საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. საქმე ეხება პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ორაკტაის, ჩრდილო-დასავოლეთ რეგინში, კვირას განხორციელებულ თავდასხმას, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, თალიბანის მეომრების დაუდგენელი რაოდენობა დაიხოცა.
XS
SM
MD
LG