Accessibility links

logo-print

ბულგარეთში ბურგასის ტერაქტთან დაკავშირებული ორი ეჭვმიტანილი დააკავეს


ბულგარეთის პოლიციამ დააკავა კიდევ ორი ეჭვმიტანილი, რომლებსაც შეიძლება კავშირი ჰქონდათ ბურგასის აეროპორტში, ავტობუსში მოწყობილ ტერაქტთან, რომლის დროსაც, ხუთი ისრაელი ტურისტი და ავტობუსის ბულგარელი მძღოლი დაიღუპნენ. ბულგარეთის გაზეთი „სტანდარტ სანდეი“, პოლიციის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, იუწყება გერმანიის „დე-პე-ას“ სააგენტო, რომ დაკავებულები ტერაქტის ორგანიიზებასთან იყვნენ კავშირში და თავიანთი ამოცანები ჰქონდათ მიღებული. ისრაელმა ამ ტერაქტში ბრალი ირანს და რადიკალურ გაერთიანება ჰისბალაჰს დასდო. ბულგარეთის ხელისუფალთ გამოძიებაში ეხმარება ისრაელის და აშშ-ის სპეციალისტები.
XS
SM
MD
LG