Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 16 ადამიანი დახოცეს ორი აფეთქების დროს


ერაყში სამი აფეთქება მოხდა კვირას, ორ სხვადასხვა ქალაქში, სამხრეთის რეგიონში. დახოცილთა რიცხვი სულ მცირე, 16-ია, ათეულობით პირი დაშავდა. ბაღდადიდან 30 კილომეტრშა, სუნიტების ქალაქ მაჰმუდიაში, ორი მანქანა აფეთქდა ავტოსადგომზე მზის ჩასვლისას, როცა რამადანის თვეში მაჰმადიანებისთვის მარხვის ჟამი სრულდება. ამ აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ორი პოლიციელია. ათი წუთის შემდეგ აფეთქება მოხდა ამ ადგილიდან 20 კილომეტრში, ასევე სუნიტურ ქალაქ მალაინში, იქ ღია ბაზარზე, გზაზე ჩადებული ნაღმი აფეთქდა. ეს ინფორმაცია არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროების მიერ, რადგან ოფიციალური პირი, ვინაობას ვერ ამხელს, რადგან არ აქვს ინფორმაციის გავრცელების უფლება.
XS
SM
MD
LG