Accessibility links

logo-print

ისრაელში ცეცხლი წაიკიდა ამ ქვეყნის კიდევ ერთმა მოქალაქემ


ისრაელის პოლიციის თანახმად, კიდევ ერთმა კაცმა წაიკიდა ცეცხლი მას მერე, რაც სირთულეები შეექმნა. პოლიციის წარმომადგენლის, მიკი როზენფელდის თქმით, კვირას, 40 წლის კაცმა წაიკიდა ცეცხლი, იეჰუდში, ტელ-ავივის მახლობლად. გამვლელებმა სცადეს ცეცხლი ჩაექროთ. დაშავებული საავადმყოფოში წაიყვანეს. მას უთანხმოება ჰქონდა ხელისუფლებასთან ვეტერანთა რეაბილიტაციის საკითხზე, იტყობინება ვეტერანთა ჯგუფი. კვირის ინციდენტი მოჰყვა მოშე სილმანის დასაფლავებას, რომელიც თავის დაწვიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. მან ცეცხლი წაიკიდა უთანასწორობის მიმართ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG