Accessibility links

დამასკი პირობას დებს, რომ ქიმიურ იარაღს არ გამოიყენებს სირიელების წინააღმდეგ


სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა ქიმიურ იარაღს მხოლოდ ქვეყნის გარედან წამოსული „აგრესიის“ პასუხად გამოიყენებს. პრესმდივნის, ჯიჰად მაკდისის მიერ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, მთავრობა ამგვარი იარაღით სირიელი ხალხის წინააღმდეგ არასოდეს ისარგებლებს. მან დასძინა, რომ ქვეყნის ქიმიური იარაღის რეზერვებს სამხედროები საიმედოდ იცავენ, ქვეყანაში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტის მიუხედავად. კვირას თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ჯეიმს კარნიმ განაცხადა, აშშ პასუხს მოსთხოვს სირიის ნებისმიერ ოფიციალურ პირს, რომელიც ქიმიურ იარაღს გამოიყენებსო. სირიის საგარეო საქმეთა პრეს-მდივნის შეფასებით, დამასკში ვითარება გაუმჯობესების გზაზეა და რამდენიმე დღეში ნორმალური გახდება. მან უარყო არაბთა ლიგის წინადადება პრეზიენტ ბაშარ ალ-ასადისა და მისი ოჯახისთვის „უსაფრთხო მარშრუტის“ გამოყოფის შესახებ, ასადის გადადგომის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG