Accessibility links

logo-print

კოლორადოში ხოცვა-ჟლეტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი სასამართლოს წინაშე წარდგება


კაცი, რომელსაც ბრალად ედება კოლორადოს კინოთეატრში 12 ადამიანის დახოცვა, დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება. ეჭვმიტანილი - ჯეიმს ჰოლმსი - ერთკაციან საკანში ჰყავთ დაკავებული, „მისივე დაცვის მიზნით“. სროლა გასულ ხუთშაბათს, ქალაქ ავრორაში, „ბეტმენის“ შესახებ ახალი ფილმის პრემიერაზე, შუაღამის სეანსზე მოხდა. დაიღუპა 12 და დაიჭრა 58 ადამიანი. კვირას ავრორაში მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავრორაში მდებარე საავადმყოფოს ეწვია. კვირას უფრო ადრე პოლიციამ განაცხადა, რომ ჰოლმსის სახლში მიკვლეულია კომპიუტერი, რომელმაც შესაძლოა გამოძიებას უჩვენებს, თუ როგორ გეგმავდა ის მასობრივ მკვლელობას.
XS
SM
MD
LG