Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის კრიტიკოსი პანკ-ჯგუფის წევრების სასამართლო 30 ივლისს დაიწყება


მოსკოვის სასამართლოს განცხადებით, რუსული პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ 3 წევრის სასამართლო პროცესი, „ხულიგნობის“ ბრალდებით, მომავალ ორშაბათს, 30 ივლისს დაიწყება. პარასკევს სასამართლომ სამ ახალგაზრდა ქალს პატიმრობა კიდევ ექვსი თვით გაუგრძელა. ჯგუფის წევრები ციხეში მარტის შემდეგ სხედან. პროკურორები მათ ბრალს სდგებენ მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის „ღრმა სულიერი ჭრილობების“ მიყენებაში, მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წარმოდგენის გამართვით. ამ წარმოდგენაში ჯგუფმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობა დაგმო. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, ეკატერინა სამუტსევიჩს და მარია ალეხინას თავისუფლების აღკვეთა შვიდ წლამდე ვადით ემუქრება. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აცხადებს, რომ მათი დევნა უსამართლოა. ეს ორგანიზაცია „პუსი რაიოტის“ წევრებს მიიჩნევს „სინდისის პატიმრებად“, რომლებიც ციხეში თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო სხედან.
XS
SM
MD
LG