Accessibility links

logo-print

იტალიური ფირმა ჩრდილოკავკასიაში ტურიზმის განვითარებისთვის 1 მილიარდ ევროს გამოდის


იტალიურმა სამშენებლო ფირმამ, „რიცანი დე ეკერმა“ ხელი მოაწერა პირობას, რომ აპირებს 1 მილიარდი დოლარის ჩადებას რუსეთის ჩრდილოკავკასიის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. შეთანხმება გაფორმდა იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო მონტის რუსეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში. განცხადების თანახმად, გათვალისწინებულია პლაჟების და სათხილამურო ბაზების განვითარება ჩრდილოეთ ოსეთში, დაღესტანში, კრასნოდარის მხარეში და ადიღეის რესპუბლიკაში.
XS
SM
MD
LG