Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ "შიდსისაგან თავისუფალი თაობა"


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეფასებით, მეცნიერებასა და ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წინსვლა გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ დრო, როცა აღარ იარსებებს შიდსის გლობალური ეპიდემია. ამ საკითხს კლინტონი შეეხო შიდსის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე ვაშინგტონში. "პროგრესის შედეგად, რომელსაც ერთად ვაღწევთ, შეგვიძლია თვალი გავუსწოროთ ისტორიულ მიზანს: შევქმნათ შიდსისაგან თავისუფალი თაობა“, - განაცხადა კლინტონმა. მსოფლიოში 34,2 მილიონი ადამიანია ინფიცირებული შიდსის გამომწვევი ვირუსით. ინფიცირების შემთხვევების რიცხვი თანდათან იკლებს, თუმცა წელიწადში მაინც 2,5 მილიონია. შიდსის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია კვირას დაიწყო ვაშინგტონში.
XS
SM
MD
LG