Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარდგა კინოში თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი


ორშაბათს აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარდგა მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება 12 ადამიანის მოკვლა და 58-ის დაჭრა კოლორადოს შტატში, კინოში მოწყობილი თავდასხმისას. მას - 24 წლის ჯეიმს ჰოლმსს - მომავალ ორშაბათს წაუყენებენ ოფიციალურ ბრალდებას. ინციდენტი მოხდა გასულ პარასკევს ღამით, დენვერთან მდებარე აურორის კინოთეატრში ბეტმენის შესახებ ახალი ფილმის, „ბნელი რაინდის აღზევების“ საპრემიერო ჩვენებისას. როგორც ორშაბათს განაცხადა პროკურორმა კეროლ ჩამბერსმა კოლორადოში მდებარე სენტენიალში გამართულ პრესკონფერენციაზე: „ჩვენ ჯერ კიდევ განვიხილავთ ამ საქმეს ყველა კუთხიდან, თვალს ვადევნებთ მედიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც საინტერესოა პოლიციელებისათვის. ასე რომ, ახლოს ვთანამშრომლობთ აურორის პოლიციის დეპარტამენტთან, ინფორმაციის მოსაპოვებლად“, აღნიშნა პროკურორმა. კვირას ათასობით ადამიანი შეიკრიბა აურორაში დაღუპულების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. აურორას ესტუმრა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც.
XS
SM
MD
LG