Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი


ორშაბათს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელიც შემუშავდა ძირითადად სტიქიის შედეგებთან ბრძოლის მიზნით. დოკუმენტის პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ 25 ივლისს დაამტკიცებს, გულისხმობს 50 მილიონი ლარის გამოყოფას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდისთვის და ამავე მიზნით 20 მილიონი ლარის დახარჯვას კახეთის განვითარების პროგრამიდან, რომლის მასშტაბიც 110 მილიონ ლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი გვინდაძის ინფორმაციით, ცვლილებათა პროექტში 2 მილიონი ლარით იზრდება კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის დაფინანსება, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდში რჩება 17 მილიონი ლარი, რაც, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს მოხმარდება.
XS
SM
MD
LG