Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავს დაესხნენ ნატოს სატვირთო კოლონას


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში თავს დაესხნენ ნატოს სატვირთო კოლონას. მოკლულია ერთი მძღოლი. თავდასხმა პეშავარის პროვინციაში მოხდა. კოლონას ორმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. ისინი მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ. დაჭრილია სატვირთო მანქანის მძღოლის თანაშემწე. ეს პირველი ასეთი ტიპის თავდასხმაა მას შემდეგ, რაც ივლისის დასაწისში ისლამაბადმა თანხმობა განაცხადა პაკისტანის სატრანსპორტო მარშრუტის ნატოს ტვირთებისთვის ხელახლა გახსნაზე. პაკისტანია თალიბანმა მაშინ გააკრიტიკა ხელისუფლება და თავდასხმების მოწყობით დაიმუქრა.
XS
SM
MD
LG