Accessibility links

logo-print

სირიელი მეამბოხეების ცნობით, ქიმიური იარაღი სასაზღვრო რეგიონებშია გადატანილი


სირიელი მეამბოხეები მთავრობის ჯარებს ბრალად სდებენ ქიმიური იარაღის სასაზღვრო რეგიონებში გადატანას. სირიის ოპოზიციური "თავისუფალი არმიის" წარმომადგენლის, კასემ საედინის განცხადებით, მეამბოხეები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ იარაღი გადატანილია აეროპორტებში, რომლებიც სირიის სასაზღვრო რეგიონებში მდებარეობს. ეს ცნობა სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ. მეამბოხეების ბრალდება ერთ დღეში მოჰყვა სირიის საგარეო უწყების პრესმდივნის განცხადებას, რომ მთავრობამ შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ უცხოეთიდან განხორციელდება სირიაზე იერიში. პრესმდივნის თქმით, ქიმიურ იარაღს არ გამოიყენებენ საკუთრივ სირიელების წინააღმდეგ. ამ განცხადებაზე გამოხმაურებისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გააფრთხილა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და მისი რეჟიმი, რომ პასუხს აგებენ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG