Accessibility links

logo-print

ბრიტანეთში დამატებით 1 200 ჯარისკაცი იზრუნებს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებაზე


ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, დამატებით 1200 ჯარისკაცი იზრუნებს ლონდონის წლევანდელი ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებაზე. შედეგად 18 200-მდე გაიზარდა სამხედრო პირთა რიცხვი, რომლებსაც ევალებათ უსაფრთხოების უზრუნველყოფა სპორტული ასპარეზობის მსვლელობაში. ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს გაიხსნება. ჯარისკაცებთან ერთად, ბრიტანეთში უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალება უშიშროების სამსახურის 20 000-ზე მეტ თანამშრომელს. ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, რატომ გადაწყდა სამხედროების რიცხვის გაზრდა, თუმცა არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ თავი იჩინა რაიმე დამატებითმა საფრთხემ.
XS
SM
MD
LG