Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს სამი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ამერიკელი


ავღანეთში მოკლეს ადგილობრივ პროექტში მონაწილე ამერიკელი სამოქალაქო პირი და მისი ორი ავღანელი თანაშემწე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ავღანელი ოფიციალური პირებისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკელი და ორი ავღანელი მიკროავტობუსით მიემგზავრებოდნენ ფარვანის პროვინციაში, როცა მათზე თავდასხმა მოეწყო. ამერიკელი იყო ელექტრო ინჟინერი, რომელიც განვითარების სამინისტროს დავალებით მიემაგზავრებოდა ადგილობრივი პროექტის შესასწავლად.
XS
SM
MD
LG