Accessibility links

logo-print

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშა თორდიას კანდიდატურა წარადგინეს


საქართველოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს პარლამენტის წევრი ლაშა თორდია. მისი კანდიდატურა დასახელდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გუშინ გადადგა ლევან ბეჟაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ წარუდგენს პარლამენტს თორდიას კანდიდატურას, რომელსაც მოსალოდნელია, რომ ხვალვე, საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თორდიას, სავარაუდოდ, შეცვლის მისი პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე. ლევან ბეჟაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობიდან გადადგომის მიზეზად დაასახელა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს კახეთის რეგიონში „სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში“, რაც "შეუთავსებელია" მის თანამდებობასთან.
XS
SM
MD
LG