Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთიდან იუწყებიან ექსტრემისტებთან ბრძოლის შესახებ


ტაჯიკეთიდან იუწყებიან, რომ ჯარისკაცები, ექსტრემისტები და სამოქალაქო პირები დაიღუპნენ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, რომელიც სამშაბათს მოჰყვა აღმოსავლეთში მდებარე მთიანი ბადახშანის რეგიონში მიმდინარე ოპერაციას. ჩვენი რადიოს ტაჯიკური სამსახურის ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, 20, დაიჭრა 25 ადამიანი. უფრო ადრე ოფიციალური პირები იუწყებოდნენ, რომ ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა ოპერაციისას, რომელიც ტარდება სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლის, გენერალ აბდულ ნაზაროვის მკვლელების მოსაძებნად. ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაცია მიმართულია ოპოზიციის ყოფილი სარდლისა და რეგიონის სასაზღვრო დაცვის ამჟამინდელი უფროსის, ტოლიბ აიომბეკოვის წინააღმდეგ. მისი ჯგუფია ეჭვმიტანილი გენერალ აბდულო ნაზაროვის მკვლელობაში. ნაზაროვი შაბათს საღამოს მოკლეს მას შემდეგ, რაც მისი ავტომანქანა გააჩერა 20-მდე შეიარაღებულმა პირმა.
XS
SM
MD
LG