Accessibility links

საბერძნეთში რეცესია, სავარაუდოდ, იმაზე უარესი იქნება, ვიდრე მოელოდნენ


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ანტონის სამარასის განცხადებით, წელს რეცესია შესაძლოა, იმაზე გაცილებით უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე მოელოდნენ - კერძოდ, ეკონომიკა შემცირდეს 7%-ზე მეტით. აქამდე საბერძნეთის ცენტრალური ბანკი ვარაუდობდა 2012 წელს ეკონომიკის შემცირებას 4,5% პროცენტით. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ მიმდინარე კვირაში ჩავა საბერძნეთში სამარასთან ეკონომიკურ ვითარებაზე მოსალაპარაკებლად. დღეს კი საბერძნეთს ესტუმრნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკომისიის წარმომადგენლები, რომლებმაც უნდა შემოწმონ, რამდენად ასრულებს ათენი ნაკისრ ვალდებულებებს უზარმაზარი სახელმწიფო ვალების შესამცირებლად, რათა მიიღოს დახმარების მორიგი ტრანში.
XS
SM
MD
LG