Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის რეგიონმა, შესაძლოა, ფინანსური დახმარება სთხოვოს მადრიდს


ესპანეთის კატალონიის რეგიონმა, რომლის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 20 პროცენტია, შეიძლება ფინანსური დახმარება სთხოვოს ცენტრალურ მთავრობას. რეგიონულ მთავრობას ჯერ ოფიციალურად არ მიუმართავს მადრიდისთვის, მაგრამ ამ ვარიანტს აქტიურად განიხილავენ. პარასკევს ასეთი თხოვნით მიმართა მთავრობას ვალენსიის რეგიონმა. ამ ნაბიჯმა დაადასტურა ექსპერტების შიში, რომ 100 მილიადი ევროს გარდა, რომელიც ევროზონამ გამოუყო ესპანეთის ბანკებს, ამ ქვეყანას ვალების დასაფარად შეიძლება დამატებითი კრედიტის აღება დასჭირდეს.
XS
SM
MD
LG