Accessibility links

logo-print

ნოდარ ჯავახიშვილი: ბანკ ”ქართუს" მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენეს


"ქართუ ჯგუფში" დროებითი მმართველობის დროს, ბანკის წაქცევას ეცადნენ, თუმცა მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენესო - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ბანკი ”ქართუს" პრეზიდენტმა, ნოდარ ჯავახიშვილმა. ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის შემდეგ, ვლადიმერ უგულავას ავტომატურად უწყდება "ქართუ ბანკის" მმართველობის უფლება და მან წესით ბანკი დღესვე უნდა დატოვოსო. თავად ვლადიმერ უგულავა, ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, დღეს ოფისში იყო, თუმცა კომენტარს არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG