Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკოს უარი უთხრეს აკრედიტაციაზე ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად


ცნობების თანახმად, ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს უარი უთხრეს აკრედიტაციაზე ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად. სპორტული ასპარეზობა საზეიმო ცერემონიით გაიხსნება 27 ივლისს. ინფორმაცია, რომ ლუკაშენკოს უარი უთხრეს აკრედიტაციაზე, სოციალურ ქსელ "ტვიტერით" გაავრცელა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის მოადგილე ალექსანდრ ჟუკოვმა. ბელორუსიის პრეზიდენტს, ამ ქვეყნის კიდევ 200-ზე მეტი ოფიციალურ წარმომადგენელთან ერთად, აკრძალული აქვს ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანეთში ჩასვლა ბელორუსიაში ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო დაწესებული სანქციების ჩარჩოებში. ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას 120-მდე ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG