Accessibility links

logo-print

ალ-ყაიდა კისრულობს პასუხისმგებლობას ორშაბათს ერაყში მოწყობილ თავდასხმებზე


ალ-ყაიდის წევრმა ექსტრემისტებმა იკისრეს პასუხისმგებლობა თავდასხმების სერიაზე, რომელმაც ორშაბათს 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ერაყში. ჯგუფი „ერაყის ისლამური სახელმწიფო“ ინტერნეტით ავრცელებს განცხადებას, რომ სისხლისღვრა მისი მოწყობილია. აფეთქებებისა და სროლის შედეგად 115-მდე ადამიანი დაიღუპა და 300 დაიჭრა ორშაბათს, რომელიც მიჩნეულია ყველაზე სისხლისმღვრელ დღედ მას შემდეგ, რაც ერაყი შარშან დეკემბერში დატოვეს აშშ-ის საბრძოლო სამხედრო შენაერთებმა.
XS
SM
MD
LG