Accessibility links

logo-print

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი აპროტესტებს "ლონდონი 2012"-ის მონაწილეთა სიაში დაშვებულ შეცდომას


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს მიმართავს მოთხოვნით, გამოსწორდეს შეცდომა, რომელიც დაშვებულია რუსეთის გუნდის ორი წევრის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საქმე ეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ბესიკ კუდუხოვს და დენის ცარგუშს. მათი დაბადების ადგილები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - არის რუსეთად მოხსენიებული. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მან მძაფრი პროტესტი გამოთქვა და შეცდომის გამოსწორება - ორი სპორტსმენის დაბადების ადგილად საქართველოს ჩაწერა სთხოვა - „ლონდონი 2012“-ის საორგანიზაციო კომიტეტს.
XS
SM
MD
LG