Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთის მთავრობამ ზავი გამოაცხადა მთიანი ბადახშანის რეგიონში


ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა ცალმხრივი წესით გამოაცხადა ზავი, რათა ბოლო მოუღოს მთავრობის ჯარებსა და ექსტრემისტებს შორის ბრძოლას აღმოსავლეთში მდებარე მთიანი ბადახშანის რეგიონში. როგორც იუწყებიან, შეტაკებებმა 50-მდე ადამიანი შეიწირა. რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ყოდირი ყოსიმის განცხადებით, პრეზიდენტმა დღეს გამოაცხადა ზავი მას შემდეგ, რაც მთიან ბადახშანში მოლაპარაკებების ჩასატარებლად გააგზავნა ოფიციალური დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით. მთავრობა „ექსტრემისტებად“ მოიხსენიებს შეიარაღებულ მებრძოლებს. ოფიციალური ინფორმაციით, სამშაბათს შეტაკებების შედეგად დაიღუპნენ 12 ჯარისკაცი და 30 ექსტრემისტი. ყოსიმის ინფორმაციით, ქალაქ ხოროგში დაიღუპა ექვსი სამოქალაქო პირიც.
XS
SM
MD
LG