Accessibility links

logo-print

ლევან ბეჟაშვილი ლაშა თორდიამ შეცვალა


83 ხმით 2-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლაშა თორდიას კანდიდატურა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, გენერალური აუდიტორის პოსტზე ლევან ბეჟაშვილს შეცვლის. ბეჟაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 23 ივლისს გააკეთა და გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა სურვილი, რომ დაეხმაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულ კახეთის რეგიონს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კახეთის ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქიდან. საპარლამენტო ოპოზიცია, მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი უნდა წარდგენილიყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ყოფილ კონტროლის პალატას, გასული წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით პარტიების დაფინანსების გაკონტროლების ფუნქციაც დაემატა.
XS
SM
MD
LG