Accessibility links

საპროტესტო ნოტა ”ლონდონი-2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტს


ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ვებსაიტი

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ვებსაიტი

დღეს, თბილისის დროით 19 საათზე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები, ზაფხულის XXX ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიზნით, ლონდონში გაემგზავრება. წლევანდელ ოლიმპიადაში სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენების პოტენციურ მეტოქეებს შორის არიან ოსი ბესიკ კუდუხოვი და აფხაზი დენის ცარგუში. ისინი რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში გამოდიან. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ სპორტსმენების დოსიეებთან დაკავშირებით ”ლონდონი-2012”-ის საორგანიზაციო კომიტეტში საპროტესტო ნოტა გაგზავნა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადების თანახმად, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებსაიტზე, ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენების დოსიეების გვერდზე, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიადაა მითითებული. კონკრეტულად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეების, ბესიკ კუდუხოვისა და დენის ცარგუშის დაბადების ადგილების, სამხრეთ ოსეთისა და გუდაუთის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციაა აღნიშნული. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეცდომის გასწორებას, ანუ ზემოაღნიშნული სპორტსმენების დაბადების ადგილად საქართველოს მითითებას, მოითხოვს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის უფროსი კახა ბერიძე განმარტავს:

”ეს ინფორმაცია რომ გაჩნდა ამ ორ სპორტსმენზე, არანაირად არ არის თვითონ ლონდონის საიტის ბრალი. ასეა, თუ შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ იქ ქვეყნდება ინფორმაციები, რომლებსაც აწვდიან კონკრეტულად სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტები. მაგალითად, საქართველოს 35 სპორტსმენზე, რომელიც არის ლიცენზიანტი და მიიღებს თამაშებში მონაწილეობას, ინფომაცია გაიგზავნა ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან და, შესაბამისად, 204-მა ოლიმპიურმა კომიტეტმა, როდესაც მათი ლიცენზიანტები უკვე ცნობილი იყო, გააგზავნეს ინფორმაციები და მოკლე დოსიეები. კონკრეტულად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ იყო ეს ინფორმაცია მიწოდებული.“
ეს არის პრობლემა. ეს რეალობა ვაცნობეთ, ვინაიდან ეს ყველაფერი მოდის ოლიმპიურ ქარტიასთან წინააღმდეგობაში და, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რეაგირება უნდა მოახდინოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა...

როგორც ირკვევა, რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში მყოფი ბესიკ კუდუხოვი და დენის ცარგუში, დაბადების ადგილის არასწორი მითითებით, გამონაკლისს არ წარმოადგენენ. მაგალითად, რუსეთის ნაკრების 436 წევრს შორის მყოფი ძიუდოისტის არსენ გალუსტიანის დაბადების ადგილად მითითებულია სომხეთი (რუსეთი), მოკრივე დავიდ აირაპეტიანის დაბადების ადგილად - ბაქო (რუსეთი), მოკრივე სერგეი ვოდოპიანოვის დაბადების ადგილად - ყაზახეთი (რუსეთი) და ასე შემდეგ.

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ჯერ ვერ აზუსტებენ, რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ საქართველოსთვის მიუღებელი შეცდომა გასწორდეს. ოლიმპიური ჩემპიონი, დეპუტატი გიორგი ასანიძე კი ამბობს, რომ მოთხოვნის პირობად ბესიკ კუდუხოვისა და დენის ცარგუშის ასპარეზობიდან დისკვალიფიკაციის საკითხი ნამდვილად არ დგას:

”არა, ჩვენ არაფრის მიღწევა არ გვინდა. ჩვენ, უბრალოდ, დავაფიქსირეთ ის რეალობა, რაც არსებობს. ვინაიდან რუსეთი რამდენი წელია განაგრძობს საქართველოს ანექსიას და კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ სპეკულირებს ამ ოლიმპიური თამაშებით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები მოხსენიებულნი არიან, როგორც დაბადების ადგილი გუდაუთა და სამხრეთ ოსეთი, და აქვე მითითებულია, რომ გუდაუთა და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს რუსეთის ტერიტორიას. ამიტომ ეს არის პრობლემა. ეს რეალობა ვაცნობეთ, ვინაიდან ეს ყველაფერი მოდის ოლიმპიურ ქარტიასთან წინააღმდეგობაში და, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რეაგირება უნდა მოახდინოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.”
კუდუხოვის კონკურენტი არის მალხაზ ზარქუა. თვითონაც ევროპის პრიზიორია, წინა წლის, ამ წლის ფინალისტია ევროპის ჩემპიონატის და მგონია, რომ აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. ცარგუშს კიდევ - დავით ხუციშვილი. ხუციშვილიც წინა წლის მსოფლიო პრიზიორი გახდა, ამ წლის ევროპის ფინალისტია...

ჩვენ კონკურენციას არ გავურბივართ, ჩვენ გავურბივართ უსამართლობას- გვითხრა გიორგი ასანიძემ. ოსი ბესიკ კუდუხოვისა და აფხაზი დენის ცარგუშის ქართველ სპორტსმენებთან პირისპირ შეხვედრის შანსებზე კი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ ჯორბენაძე გვესაუბრება:

”ესენი არიან ორივენი მსოფლიოს ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, უძლიერესი მეტოქეები ჩვენი სპორტსმენებისათვის, ამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიურ თამაშებზე. რამდენიმეჯერ ისინი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ჩვენმა სპორტსმენებმა დათმეს ეს შეხვედრები. მაგრამ ისინი ბევრად ახალგაზრდები იყვნენ მაშინ და ახლა უკვე მეტი შანსი გვაქვს მოგებისა. კუდუხოვის კონკურენტი არის მალხაზ ზარქუა. თვითონაც ევროპის პრიზიორია, წინა წლის, ამ წლის ფინალისტია ევროპის ჩემპიონატის და მგონია, რომ აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. ცარგუშს კიდევ - დავით ხუციშვილი. ხუციშვილიც წინა წლის მსოფლიო პრიზიორი გახდა, ამ წლის ევროპის ფინალისტია.”

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ ჯორბენაძე ამბობს, რომ როცა რუსეთის ნაკრების სახელით მოასპარეზე ბესიკ კუდუხოვი და დენის ცარგუში ასპარეზობებზე უშუალოდ საქარველოს ნაკრების წევრს არ ერკინებიან, მათ ეგრეთ წოდებულ ”ჩვენებად” თვლიან და გულშემატკივრობენ კიდეც. ჭიდაობის ენაზე მოასპარეზე სპორტსმენებს პოლიტიკა ურთიერთგაგებაში ხელს არ უშლით, აღნიშნავს მალხაზ ჯორბენაძე და იხსენებს სტამბოლში მსოფლიოს ჩემპიონატში დენის ცარგუშის წარუმატებელ ასპარეზობას, როდესაც მისი გულშემატკივრები რჩევისა და კონსულტაციისთვის სწორედ საქართველოს ნაკრების წევრებთან მიდიოდნენ.

მსოფლიოს სპორტსმენებისა და გულშემატკივრების ყურადღება ახლა ლონდონისკენაა მიმართული. ოლიმპიადის გახსნამდე ორი დღეღა დარჩა.
XS
SM
MD
LG