Accessibility links

logo-print

ცაიშის ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს ორი პირი


შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავეს სოფელ ცაიშში მცხოვრები ორი პირი, რომელთაც „შეურაცხოფა“ მიაყენეს ადგილობრივ მცხოვრებს, ხნიერ ქალს. დაკავებულებს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ცაიშის მკვიდრ ხნიერ ქალს სურდა შეხვედროდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გუშინ სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა. მაგრამ დაცვამ და პოლიციამ მას საშუალება არ მისცეს, შეხვედრის მონაწილეებს შეერთებოდა. ხოლო როცა ქალი თავის გასაჭირს ჟურნალისტებს უამბობდა, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა მას ხელი ჩაავლო და ძალით გაიყვანა შეხვედრის ადგილიდან. მოგვიანებით, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოგვიანებით ის ახლომდებარე სახლის სარდაფში ჩაკეტეს. შსს-მ ასევე განაცხადა, რომ სამსახურიდან დაითხოვა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი, რომელიც შეესწრო აღნიშნულ სცენას, არ გაითვალისწინა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ აღკვეთა ფაქტი.
XS
SM
MD
LG