Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია


ოთხშაბათს თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, რიგითი მოქალაქეების მონაწილეობით. მათ შორის იყო გაზეთ „რეზონასის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში, რომლის განცხადებითაც, სოლდიარობის აქციები გაგრძელდება, სანამ ტელეკომპანიას არ დაუბრუნდება კუთვნილი ქონება. ტელეკომპანია ”მაესტროს” ჟურნალისტმა, დიანა ტრაპაიძემ კი განაცხადა, რომ მისთვის და მისი კოლეგებისათვის ისევე გაუგებარია ”მაესტროს” კუთვნილი ქონების დაყადაღების მიზეზები, როგორც ამ ათი დღის წინ იყო. ოთხშაბათის აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც გამოსახული იყო სატელიტური თეფშები წარწერით "იძებნება". მომიტინგეებს სიმბოლურად ხელში ეკავათ ერთჯერადი თეფშებიც.
XS
SM
MD
LG