Accessibility links

პაკისტანში აფეთქებას ემსხვერპლა 8 ადამიანი


პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში, ავღანეთის საზღვართან ახლოს რვა ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას. აფეთქება მოხდა დღეს ტესილ სალარზაის ბაზრის ტერიტორიაზე. საავადმყოფოს თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს 8 დაღუპულის გვამის მიღების ფაქტი. დაღუპულებიც და დაჭრილებიც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. წინასწარი ინფორმაციით ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა.
XS
SM
MD
LG