Accessibility links

logo-print

სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ნახევარ ალეპოს


სირიის ორ უდიდეს ქალაქში, დედაქალაქ დამასკსა და ალეპოში გრძელდება შეტაკებები მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის. მეამბოხეებმა ხუთშაბათს გამოაცხადეს, რომ მათი ჯარები ნახევარ ალეპოს აკონტროლებენ, ექვსი დღე ბრძოლის შემდეგ. ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. იუწყებიან, რომ მთავრობის თვითმფრინავები ახორციელებენ იერიშებს ალეპოს გარეუბნებზე, რათა არ დაუშვან ბრძოლაში მეამბოხეების დამატებითი ძალების ჩართვა. იუწყებიან ასევე, რომ მთავრობა, როგორც ჩანს, დამატებით შენაერთებს აგზავნის ალეპოში, ქალაქზე კონტროლის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG