Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ულტიმატუმი წაუყენა შეიარაღებულ პირებს


ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი მოითხოვს, რომ განიარაღებულ იქნენ და მართალმსაჯულების წინაშე წარდგნენ შეიარაღებული პირები, რომლებიც ამ კვირაში ებრძოდნენ მთავრობის ჯარებს. ტაჯიკეთიდან გავრცელებული ცნობებით, რაჰმონმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთში მდებარე მთიანი ბადახშანის რეგიონში ყველა „კრიმინალურმა ჯგუფმა“ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ოთხშაბათს რაჰმონმა ამნისტია შესთავაზა შეიარაღებულ პირებს, ვინც ნებაყოფლობით დაყრის იარაღს. ტაჯიკეთის ჯარებმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, მთარობის შეფასებით, „ექსტრემისტების“ წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც რეგიონში 21 ივლისს მოკლეს უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის თანამშრომელი. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 60-მდე ადამიანი - ჯარისკაცები, ექსტრემისტები და სამოქალაქო პირები.
XS
SM
MD
LG