Accessibility links

logo-print

ათენში დაიწყო მომჭირნეობის ზომებზე უცხოელ ინსპექტორებთან მოლაპარაკება


ინსპექტორების საერთაშორისო დელეგაციამ დღეს საბერძნეთში დაიწყო მომჭირნეობის ზომებზე მოლაპარაკების ახალი რაუნდი. ინსპექტორების დელეგაცია აერთიანებს ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალურ წარმომადგენლებს - ეს სამეული აწვდის საბერძნეთს მასშტაბურ საფინანსო დახმარებას. დელეგაცია ცდილობს, დაადგინოს, საკმარისად შეამცირა თუ არა საბერძნეთმა ხარჯები საიმისოდ, რომ მას დახმარების მორიგი ტრანშიც მიაწოდონ. დღეს ათენში მოლაპარაკებებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუც. საბერძნეთს უწევს მომჭირნეობის მკაცრი ზომების განხორციელება ფინანსური დახმარების მისაღებად და გაკოტრების თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG