Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეზღვაურები საქართველოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ


ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ამ დრომდე თურქეთში, სატვირთო გემ ”გრანდ აილენდზე” რჩებიან, საქართველოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც გემზე მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა, მამუკა კოჩალაძემ განუცხადა საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსს", საკონსულოს ისინი პრობლემების წარმოქმნისთანავე დაუკავშირდნენ, თუმცა მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია. მეზღვაურის თქმით, ის და მისი კოლეგები გემზე უკვე 8 თვეა იმყოფებიან, თუმცა ბოლო სამი თვეა, რაც გემი ადგილიდან არ დაძრულა. მამუკა კოჩალაძის განმარტებით, ქართველი მეზღვაურები გემთმფლობელისგან რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვენ, რათა მათ სამშობლოში დაბრუნება შეძლონ. სტამბოლის სანაპირო ზოლში მდგომ გემზე ”გრანდ აილენდზე” ამჟამად 6 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ესენი არიან: ზვიად ბრუნჯაძე, ჯემალ მგელაძე, თემურ გოგრაჩაძე, ვეფხია ცინცაძე, რამინ გორგოშაძე და მამუკა კოჩალაძე. გავრცელებული ინფორმაციით, მეზღვაურები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და, სხვა პრობლემებთან ერთად, სურსათისა და სასმელი წყლის ნაკლებობას უჩივიან.
XS
SM
MD
LG