Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ”თბილისის ჰელსინკის” ჯგუფი ამოქმედდა


საქართველოში შექმნილი კიდევ ერთი ორგანიზაცია - "თბილისის ჰელსინკის ჯგუფი" - პოლიტპატიმართა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მედიას 26 ივლისს აცნობეს. საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ "თბილისის ჰელსინკის ჯგუფს" ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ქეთი ბექაური უხელმძღვანელებს. ჯგუფის წევრები იქნებიან უფლებადამცველები და იურისტები, მაგალითად: ნათია კორკოტაძე, ლალი აფციაური, ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი. ამჟამად "თბილისის ჰელსინკის ჯგუფს" პოლიტიკური პატიმრის სტატუსი 118 პირისთვის აქვს მინიჭებული. ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს არაერთხელ უარყო პოლიტპატიმრების არსებობა საქართველოში.
XS
SM
MD
LG