Accessibility links

logo-print

ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა


26 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართა. ოსურმა მხარემ კვლავ წამოაყენა საქართველოს პოლიციის მიერ სოფელ ზარდიაანთკარში გახსნილი საგუშაგოს თემა, რომლის გაუქმებაც ცხინვალმა ადრეც მოითხოვა. როგორც ქართული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგუშაგო არც გაუქმდება და არც ადგილმდებარეობას შეიცვლის. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე 25 ივლისს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში არსებულ შეხვედრებზე. ის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც იქნება ჩართული. შემდეგი შეხვედრა ერგნეთში სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
XS
SM
MD
LG