Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დროებით ჩაიკეტა ავღანეთში ნატოს ჯარების მოსამარაგებელი მარშრუტი


პაკისტანმა დროებით ჩაკეტა ავღანეთში ნატოს ჯარების მოსამარაგებული მარშრუტი ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონში არსებული საფრთხის გამო. ხიბერის რეგიონის ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, ავტოკოლონებისათვის დროებით ჩაიკეტა ტორხამის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც ამ რეგიონს აღმოსავლეთ ავღანეთთან აკავშირებს. მიზეზად სახელდება მიღებული ინფორმაცია ავტოკოლონებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ. ორი დღის წინ თალიბმა ექსტრემისტებმა თავდასხმა მოაწყეს ავღანეთში საერთაშორისო ძალების მოსამარაგებლად მიმავალ ავტოკოლონაზე ხიბერის რეგიონში, მოკლეს მძღოლი. ოფიციალური პირების ვარაუდით, მარშრუტი მალე გაიხსნება. მათ თარიღი არ დაუზუსტებიათ.
XS
SM
MD
LG