Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ სირიასთან მიმართებით


რუსეთმა და დასავლეთის სახელმწიფოებმა ურთიერთბრალდებები გაცვალეს სირიის საკითხთან მიმართებით. ერთმანეთს ორივე მხარე სირიაში კონფლიქტის შეჩერების მცდელობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ვარშავაში მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუმ მწვავედ გააკრიტიკა მოსკოვი და ჩინეთი იმ წინააღმდეგობის გამო, რომელსაც ისინი უწევენ სირიაში კონფლიქტის დასრულების თაობაზე გაეროს რეზოლუციის პროექტებს. მოსკოვში კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთს დასდო ბრალი სირიის ოპოზიციის მხარდაჭერაში და ამით კონფლიქტის გახანგრძლივებაში. ასეთ ფონზე, დღეს ირანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს თავისი მოკავშირის, სირიის მხარდაჭერას. თავად სირიაში ინტენსიფიკაცია განიცადა შეტაკებებმა, რომლებიც მთავრობის ძალებსა და მეამბოხეებს შორის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG