Accessibility links

logo-print

მოსკოვში ოპოზიციის აქცია გაიმართა


მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის ასობით მომხრე შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე. შეკრებილების მოთხოვნას წარმოადგენდა იმ აქტივისტების განთავისუფლება, რომლებიც დააკავეს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად მესამე ვადით ინაუგურაციის წინ მომხდარი შეტაკებების გამოძიების პროცესში. აქციაზე შეკრებილების ნაწილი სკანდირებდა ლოზუნგს „რუსეთი პუტინის გარეშე“. 6 მაისს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებებთან დაკავშირებით სულ მცირე 14 აქტივისტის გარშემო მიმდინარეობს გამოძიება - მათგან 12 დაკავებულია. დღევანდელ აქციაზე შეკრებილ ხალხს ოპოზიციის ლიდერებმა განუცხადეს, მთავრობა ხალხის შეშინებას და გაჩუმებას ცდილობსო. პოლიციის შეფასებით, აქციაში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ოპოზიციური ვებსაიტების თანახმად კი მათი რიცხვი დაახლოებით 3,000 იყო.
XS
SM
MD
LG