Accessibility links

logo-print

გაერო აკრიტიკებს იარაღით ვაჭრობის შეთანხმების პროექტს


გაეროს წევრი 80 ქვეყანა აკრიტიკებს იარაღით ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პროექტს, რომელიც, მათი თქმით, საკმაოდ სუსტი შეთანხმებაა. დოკუმენტი ხუთშაბათს, ნიუ-იორკში, გაეროს კონფერენციაზე გავრცელდა. კრიტიკის ავტორთა შეშფოთება დოკუმენტში იმ მექანიზმების არარსებობამ გამოიწვია, რაც საბრძოლო მასალით ვაჭრობას არეგულირებს. შეთანხმების პროექტს ხელი არ მოაწერა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა - ამერიკამ, რუსეთმა, ჩინეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. მოლაპარაკებები დოკუმენტთან დაკავშირებით, დღეს უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG