Accessibility links

მექსიკაში დაუსჯელი რჩება ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტები


მექსიკაში ადამიანის უფლებათა სამთავრობო კომისიამ ჟურნალისტებზე თავდასხმის არაერთი შემთხვევა აღმოაჩინა. კომისიის მონაცემებით, 2000 წლიდან მექსიკაში ჟურნალისტებზე თავდასხმის 126 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის მხოლოდ 24 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. კომისიის მონაცემებითვე, 2000 წლიდან მექსიკაში 82 ჟურნალისტი მოკლეს, 16 კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. როგორც კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია კანონის შექმნა, რომელიც ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს დაიცავს.
XS
SM
MD
LG