Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები შეშფოთებულია ქალაქ ალეპოსთან სახელისუფლებო ჯარების მობილიზაციით


შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს სირიის სახელისუფლებო ჯარების ქალაქ ალეპოსთან მობილიზაციის თაობაზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სანდო ინფორმაციის თანახმად, ქალაქისაკენ ტანკების კოლონა მიემართება. მათივე მტკიცებით, გარდა სახმელეთო გადაადგილებისა, მიმდინარეობს საჰაერო დარტყმებიც. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო ჯარები ამბოხებულთა ფორმირებებზე სერიოზული იერიშის მიტანას აპირებენ. ორმილიონიანი ალეპო სირიის ეკონომიკურ ცენტრად ითვლება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამბოხებულები, რომლებიც ქალაქში პოზიციებს იკავებენ, საბრძოლო მასალასა და მედიკამენტებს იმარაგებენ. უფლებადამცველთა ინფორმაციით, ხუთშაბათს ალეპოში 30 ადამიანი ემსხვერპლა საჰაერო დარტყმებს.
XS
SM
MD
LG