Accessibility links

logo-print

დაყადაღებულია კახი კალაძის ანგარიშები


საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის კახი კალაძისთვის ანგარიშების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ დაადასტურა. საგანგებო განცხადებაში საქართველოს პროკურატურა ყოფილი ფეხბურთელისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტორობის კანდიდატის მიმართ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაზე საუბრობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვა. ამავე ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციად მიჩნეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 600 000 ლარამდე ნაღდი ფულის გადინება. პროკურატურა განცხადებაში მიუთითებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფულის გათეთრებას, რის გამოც გამოძიების დასრულებამდე კალაძის ანგარიშები დაყადაღდა. თავად კახი კალაძე ანგარიშების დაყადაღებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, მზად არის ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. კახი კალაძისთვის საქართველოში არსებული ანგარიშების დაყადაღების შესახებ 26 ივლისს გახდა ცნობილი.
XS
SM
MD
LG