Accessibility links

logo-print

საგარეო უწყებას მოუწოდებენ, არ მოახდინოს დიპლომატიის პოლიტიზება


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, არ დაუშვას დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზება. ამის შესახებ ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ერთ-ერთი თანაშრომელი საქართველოთი დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს, პოლიტიკური შინაარსის "ი-მეილებს" უგზავნის, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ცდილობს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ასეთი ქმედებები უხეშად არღვევს ქართულ კანონმდებლობას და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებულ დიპლომატიურ პრაქტიკას. არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და გასცეს რეკომენდაციები, რათა მსგავსი ქმედებები მომავალში აღარ განმეორდეს.
XS
SM
MD
LG