Accessibility links

logo-print

გაეროს ბევრი ქვეყანა იარაღით ვაჭრობის გამკაცრებას ემხრობა


იარაღით ვაჭრობის შეთანხმების ახალმა პროექტმა, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოები დღემდე განიხილავენ, უკვე მოუყარა თავი 80 ქვეყანას, რომლებიც პროექტს ძალიან სუსტს უწოდებენ. ამ კოალიციაში შემავალი ქვეყნები აკრიტიკებენ დოკუმენტს , რომელიც შეზღუდვებს არ ითვალისწინებს აღჭურვილობით ვაჭრობაზე. პროექტის კრიტიკოსები ასევე ძალიან ბუნდოვანს უწოდებენ პროექტის ენას. აღსანიშნავია, რომ განცხადებას ჯერ არ შეერთებიან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივმოქმედი წევრი- აშშ-ი, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი. ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის ამნესტი ინტერნეიშენალმა და ოქსფამმა წერილი გაუგზავნეს ბარაკ ობამას, რომელსაც მოუწოდებენ, რომ იარაღით ვაჭრობის შეთანხმების პროექტს საბრძოლო მასალებიც დაემატოს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც გამოთქვა შეშფოთება პროექტის თაობაზე არსებული არასაკმარისი პროგრესის გამო. მოლაპარაკებები პროექტზე პარასკევს გაიმართება.
XS
SM
MD
LG