Accessibility links

logo-print

ნატო ავღანეთში თავდასხმების ზრდაზე საუბრობს


გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ავღანეთში 11 პროცენტით გაიზრდა მეამბოხეთა მხრიდან განხორციელებული თავდასხმები, - ამის შესახებ ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთოხების მხარდამჭერი ძალები იუწყებიან. მხოლოდ ივნისში 3000 შეტაკებას ჰქონდა ადგილი, რაც ერთი თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ISAF-ის სარდლობის ცნობით თავდასხმების გააქტიურება ოპიუმის ყაყაჩოს მოსავლის მოკლე სეზონმა გამოიწვია, როს გამოც მეამბოხეებმა თავდასხმები ადრეული გაზაფხულიდან დაიწყეს. სარდლობის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმრავლესობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები არიან, რადგან რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი პროვინცია ექცევა ავღანეთის სამთავრობო სტრუქტურების პასუხისმგებლობის ქვეშ.
XS
SM
MD
LG